სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მეორე ბალისტიკური რაკეტა განათავსა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მეორე ბალისტიკური რაკეტა განათავსა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მეორე საშუალო დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტა განათავსა. ამის შესახებ "ესოშიეთიდ პრესი" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტის ფრენის რადიუსი 3-დან 4 კილომეტრამდეა, რაც სამხრეთ კორეას საშუალებას აძლევს შეტევა მიიტანოს როგორც აგრესიულ მეზობელ ჩრდილოეთ კორეაზე, ასევე იაპონიაზე და კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე.

სამხრეთ კორეამ რაკეტების განთავსების გადაწყვეტილება ფხენიანის მუქარის საპასუხოდ მიიღო. ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასა და ვაშინგტონს ერთობლივი წვრთნებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.