მანანა კობახიძე - უმცირესობას ჩვევად ექცა, რომ ყველა კანონთან დაკავშირებით საზოგადოებას ვეტოთი ემუქრებიან

მანანა კობახიძე - უმცირესობას ჩვევად ექცა, რომ ყველა კანონთან დაკავშირებით საზოგადოებას ვეტოთი ემუქრებიან

პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვეტო დავძლიოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, უმცირესობას ჩვევად ექცა, რომ ყველა კანონთან დაკავშირებით საზოგადოებას ვეტოთი ემუქრებიან. მანანა კობახიძის თქმით, ბრალდება, რომ ამ ცვლილებების მიღებისთვის დაკვეთა ლავროვისგან წამოვიდა, უსამართლოა.

"აბსოლუტურად უმართებულოა აქ ლავროვის მოხმობა. არავინ არც ლავროვის და არც რუსეთის ინტერესებს არ იცავს. აქ საუბარია მოქალაქეების ბედზე, რომ პირველივე ჯერზე არ მოხდეს მათი ციხეში გაშვება და მიეცეთ საშუალება, რომ ადმინისტრაციული წესით აგონ პასუხი, ხოლო თუ განმეორებით ხდება დარღვევა, დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა", - აღნიშნა კობახიძემ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში უმცირესობის წევრები პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებაზე საუბრობენ.