სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდის რეიტინგი BB-დაადასტურა

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდის რეიტინგი BB-დაადასტურა

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდის რეიტინგი BB-დაადასტურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, საპარტნიორო ფონდის რეიტინგი სახელმწიფოს რეიტინგთან გათანაბრებულია, რაც საქართველოში მოქმედი უმეტესობა კომპანიებისათვის მაქსიმალური შესაძლებელი რეიტინგია.

"სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი იყო წინა წელთან შედარებით საპარტნიორო ფონდის აქტივების ზრდა. სააგენტო ასევე ამახვილებს ყურადღებას, რომ ფონდის მანდატი არის კაპიტალის ინვესტირება ეკონომიკურად მომგებიან პროექტებში და გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში კერძო კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია, ფონდი თავისი ამ ფუნქციით ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. Fitch-ის ანალიტიკოსების შეფასებით, საპარტნიორო ფონდის საკრედიტო რეიტინგისთვის დადებითი ფაქტორი იყო სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების შეყვანა", - აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო რეიტინგის ზრდის შემთხვევაში ფონდს თითქმის ავტომატურად აუმაღლდება რეიტინგი.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მაქსიმალური რეიტინგი მნიშვნელოვანია საპარტნიორო ფონდისათვის რადგან ეს ადასტურებს ფონდის მუშაობის სწორ მიმართულებას და მის სანდოობას პარტნიორებისათვის.