ზვიად გამსახურდიას საფლავთან დილიდან ხალხმრავლობაა

ზვიად გამსახურდიას საფლავთან დილიდან ხალხმრავლობაა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავთან დილიდან ხალხმრავლობაა. საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავს ყვავილებ ამოკობენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჟღენტმა განაცხადა, 31 მარტი განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის, ვინაიდან ერთმანეთს დაემთხვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე და რეფერენდუმის ჩატარების დღე, როდესაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

პანთეონში შეკრებილი არიან ასევე მოზარდები, რომლებიც პატრიოტულ ლექსებს კითხულობენ და მღერიან. ცოტა ხნის წინ ხმის გამაძლიერებლით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ის ჩანაწერი გაუშვეს, რომელიც 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ წაიკითხა. აჟღერდა ასევე საქართველოს ჰიმნი.

ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც პირველი პრეზიდენტის საფლავი ყვავილებით შეამკო.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე რეფენედუმი ჩაატარა, რომელშიც ამომრჩევლეთა 90%-მა მიიღო მონაწილეობა. მათგან 88%-მა სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა.

გარდა ამისა, 31 მარტი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.