ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა აღდგომის შემდეგ მოხდება

ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა აღდგომის შემდეგ მოხდება

ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ მოხდება. როგორც დღეს, საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, ტაძირს კურთხევა დაგეგმილი იყო ხარების დღესასწაულზე, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. პატრიარქის თქმით, ტაძარი ეკურთხება აღდგომის შემდეგ, კვირაცხოვლობას, ანუ აღდგომის სწორზე. 

უწმინდესის შეფასებით, ეს იქნება დიდი ზეიმი არა მარტო ფოთის ეპარქიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე იყო დაგეგმილი.

უფრო ადრე კი, ტაძრის კურთხევა გასული წლის სექტემბერში იყო იგეგმებოდა, თუმცა ციხეებში პატიმრების წამების ფაქტების გამოვლენისა და შექმნილი ვითარების გამო, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ფოთში პატრიარქის ჩასვლა და ყველა სხვა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

ფოთში, ტაძრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2005 წლიდან დაიწყო. ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემოწირულობებით მიღებული თანხებით მიმდინარეობდა.