პატრიარქი რეაბილიტაციისთვის ფინეთში მიემგზავრება

პატრიარქი რეაბილიტაციისთვის ფინეთში მიემგზავრება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ფინეთში მიემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, პატრიარქი რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ფინეთში დღეს, 17:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება. 

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რამდენ ხანს დარჩება ილია მეორე ფინეთში და როდის დაბრუნდება სამშობლოში.