ციხის სკანდალის გამოძიების სამართლებრივი შეფასება უცხოელ სპეციალისტებთან ერთად იგეგმება

ციხის სკანდალის გამოძიების სამართლებრივი შეფასება უცხოელ სპეციალისტებთან ერთად იგეგმება

მთავარი პროკურატურა ციხეებთან დაკავშირებით გამოძიების სწორი სამართლებრვი შეფასების გაკეთებას უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შეეცდება . 

როგორც გადაცემა "პრეს-პრესში" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, გერმანელი ექსპერტები საქართველოს აპრილის ბოლო კვირაში ეწვევიან.

"დაიკითხა 2100-ზე მეტი პატიმარი, ვინც უშუალოდ იყო მსხვერპლი ან თვითმხილველი იყო არაადამიანური მოპყრობის, წამების თუ ცემის. 800-მდე ჩვენება შეიცავდა სისტემური ხელყოფილის განმეორებად ფაქტებს და ეს პროკურატურისთვის იყო საინტერესო. იმ ჩვენებებში არის საოცრებები თუ როგორ ვლინდებოდა და რაში გამოიხატებოდა ეს წამება. დაკითხული გვყავს პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციის 18 წევრიც. ჩვენ ველოდებით უცხოელ სპეციალისტებს, ვისთან ერთადაც გვინდა სწორი სამართლებრივი შეფასება გავაკეთოთ. ასეთი მასშტაბის სისტემური დანაშაული ჩვენს სამართალწარმოებაში არ გამოძიებულა და არ ყოფილა", - განაცხადა კბილაშვილმა.