არჩილ კბილაშვილი - არსებობს საქმეები, რომელშიც შესაძლოა თბილისის მერის შემხებლობა იყოს დადასტურებული

არჩილ კბილაშვილი - არსებობს საქმეები, რომელშიც შესაძლოა თბილისის მერის შემხებლობა იყოს დადასტურებული

სამართალდამცველ ორგანოებში არსებობს საქმეები, რომელშიც შესაძლებელია თბილისის მერის შემხებლობა იყოს დადასტურებული , - ამის შესახებ გადაცემა "პრეს-პრესში" საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. კბილაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს თუ რა საქმეებზეა საუბარი. 

"სამართალდამცველ ორგანოებში არსებობს საქმეები, სადაც მიდის გამოძიება, რომელშიც შესაძლებელია მისი შემხებლობა იყოს დადასტურებული. ეს შემიძლია ვთქვა", - აღნიშნა კბილაშვილმა.

რაც შეეხება თავად მერის განცხადებას, რომ ის ახალ ეპიზოდს ელოდება პროკურატურისგან, კბილაშვილის თქმით, ეს მისი უფლებაა იგებდეს ინფორმაციას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურისგან ინფორმაცია იჟონება.

"ეს მისი უფლებაა და ის იგებს ინფორმაციას, როდესაც რაღაც მიმდინარე საქმე არის ჩვენს უწყებებში. როდესაც ხდება რამდენიმე ათეული ადამიანის დაკითხვა თემასთან, სადაც არსებობს მისი შემხებლობა, ბუნებრივია კომუნიკაციის წყარო არსებობს და იგებს ის ინფორმაციას", - აღნიშნა კბილაშვილმა.