არჩილ კბილაშვილი:  გირგვლიანის საქმეში მეხუთე პირია იდენტიფიცირებული, რომელზეც აქამდე არაფერი იყო ცნობილი

არჩილ კბილაშვილი: გირგვლიანის საქმეში მეხუთე პირია იდენტიფიცირებული, რომელზეც აქამდე არაფერი იყო ცნობილი

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შემხებლობა პოსტ-ინციდენტისეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული , - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პრეს-პრესში" განაცხადა.

მისი თქმით, თუ ზოგიერთი საკითხის დაზუსტება არ ჩაითვლება, ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია, განსაკუთრებით კი გარდაცვალების შემდეგ ეპიზოდთან დაკავშირებით.

კბილაშვილის ინფორმაციით, დადგენილია მეხუთე პირის ყოფნის ფაქტი და მისი იდენტიფიცირებაც მომხდარია, რომლის შესახებაც დღემდე არავისთვის არაფერი იყო ცნობილი.
რაც შეეხება კაფეში მერაბიშვილის მეუღლის ჯგუფსა და მკვლელობის აღმსრულებლებს შორის შესაძლო კავშირს, მისი თქმით, ეს კავშირი დადგენილია თუ არა, კბილაშვილი არ პასუხობს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ასპექტი სრულად არის გამოძიებული.

მისი თქმით, უფრო პოსტინციდენტისეულ პერიოდში აღმოჩნდა მთელი საოცრებები, მათ შორის როგორ არ მიმდინარეობდა გამოძიება პოლიციაში, როგორ არ ასრულებდა მოვალეობას პროკურატურა და აყალბებდა სავარაუდო მტკიცებულებებს, როგორი ცხოვრება იყო მოწყობილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ საქმის მსჯავრდებულებისთვის, სადაც ისინი ფაქტობრივად სანატორიუმის პორიობებში და კანონგარეშე სიკეთით ცხოვრობდნენ, როგორ კანონდარღვევით მოხდა მათი შეწყალება და როგორ ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების დროდადრო დატოვება მათ მიერ.

როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, ეს არის ის თემები, რომლებიც შესწავლილია და შესაძლოა ათეულობით ადამიანის პასუხისგებაც კი გამოიკვეთოს.