ოს და ქართველ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

ოს და ქართველ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

ოს და ქართველ მოსახლეობას სოფელ კნოლევში დღეს ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი თანხმობისა და კოორდინაციის ცენტრიდან" აცნობეს, "საზოგადოებრივი თანხმობისა და კოორდინაციის ცენტრი" აქციას კარდიოლოგიურ კლინიკა "გულთან" და სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრ "ემერჯენსი სერვისთან" ერთად ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში ჩაატარებს. 

მათივე ინფორმაციით, ოს და ქართველ მოსახლეობას კვალიფიციური ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და კონსულტაციებს ჩაუტარებენ და მედიკამენტებს გადასცემენ.
აქცია 12:00 საათზე დაიწყება.