ბიძინა ივანიშვილი კათოლიკეებს და გრიგორიანელებს აღდგომას ულოცავს

ბიძინა ივანიშვილი კათოლიკეებს და გრიგორიანელებს აღდგომას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კათოლიკურ სამყაროს და სომეხ გრიგორიანელებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. "ყველა კათოლიკე ქრისტიანს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს . უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა უდიდესი სასწაულია და ადამიანების ცოდვისგან დახსნას უკავშირდება. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისთვის. ვუერთდები ჩვენი კათოლიკე თანამემამულეების სიხარულს, ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ მათ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ", - ნათქვამია კათოლიკე ქრისტიანებისადმი მიმართვაში.

ბიძინა ივანიშვილმა აღდგომის დღესასწაული სომხურ სამოციქულო ეკლესიას და სომეხ გრიგორიანელებსაც მიულოცა.

"ვულოცავ სომეხ გრიგორიანელებს და საქართველოში მცხოვრებ ჩვენს სომეც თანამემამულეებს აღდგომის დღესასაწაულს - ზატიკს, ვუერთდები მათ სიხარულს და ვუსურვებ, ბედნიერება და წარმატეტები არ მოკლებოდეთ მათ ოჯახებს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.