სისხლის სამართლის პასუხისგებაში 260 საჯარო მოხელე მიეცა

სისხლის სამართლის პასუხისგებაში 260 საჯარო მოხელე მიეცა

პირველი ნოემბრიდან 27 მარტის ჩათვლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 260 საჯარო მოხელე მიეცა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში , გადაცემა "პრეს-პრესში" განაცხადა. 

"პირველი ნოემბრიდან 27 მარტის ჩათვლით 260 საჯარო მოხელე მივეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აქედან 5 ყოფილი მინისტრია, ერთი დედაქალაქის მერი", - აღნიშნა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, საქართველოში, როდესაც საზოგადოება გისოსებს მიღმა ვერ ხედავს ამ ადამიანებს, მიაჩნიათ, რომ პროკურატურა ან სუსტია ან მუშაობა არაეფექტურია.