ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა ვახტანგ ცაგარეიშვილმა ორი პირის ნაცვლად მისცა ხმა

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა ვახტანგ ცაგარეიშვილმა ორი პირის ნაცვლად მისცა ხმა

საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვახტანგ ცაგარეიშვილმა ორი პირის ნაცვლად მისცა ხმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა. 

მისი თქმით, მათმა წარმომადგენელმა ფირზე გადაიღო ის ფაქტი თუ როგორ აძლევს ხმას სხვის ნაცვლად დეპუტატი. ლომჯარია აცხადებს, რომ ეს არის თვითმმართველობის კანონის დარღვევა, რომლის თანახმადაც, საკრებულოს წევრს არა აქვს უფლება სხვის მაგივრად მისცეს ხმა.

ნინო ლომჯრიას თქმით, საკრებულომ მას წერილობით თხოვნაზე უპასუხა, რომ ვერ უზრუნველყოფდნენ მათი წევრების სხდომაზე დასწრებას.

"ეს არის კანონის დარღვევა, ვინაიდან, თვითმმრთველობის შესახებ კანონი პირდაპირ აცხადებს, რომ თვითმმართველობები პირდაპირ არიან ვალდებული შეუქმნან პირობა და უზრუნველყონ ღია სხდომებზე დაინტერესებული პირების დასწრება", - აცხადებს ლომჯარია.