გიგი უგულავა:  ხელისუფლება ძველი ბიჭების მეშვეობით საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ცდილობს

გიგი უგულავა: ხელისუფლება ძველი ბიჭების მეშვეობით საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ცდილობს

ხელისუფლება ძველი ბიჭების მეშვეობით საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ცდილობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, საფინანსო კომისიები და შსს უკვე ღიად მუშაობენ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე.

"პოლიტიკოსებსა და საკრებულოს წევრებზე ძველი ბიჭების მანქანებით აპირებენ გადაქაჩვებს. სირცხვილია, არის მთელი რიგი შემთხვევები, სადაც დეპუტატებს პირდებიან სხვადასხვა ტიპის ინდულგენციებს. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა გულწრფელად, ეს პროცესი, რაც მიდის, პარტიისთვის ცუდი არ არის, ეს არის გაჯანსაღების პროცესი", - აცხადებს გიგი უგულავა.

დედაქალაქის მერის თქმით, 10 წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი პარტიის გვერდით იდგა არა იმ პრინციპებისა და ღირებულებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იყო.
დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ძალოვანი უწყებების მხრიდან ცენტრალური ხელისუფლების საქმეებში უხეში ჩარევა ძალიან ცუდია.