ეკა გიგაური:   ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს, რომ შუალედური არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდეს

ეკა გიგაური: ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს, რომ შუალედური არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდეს

თუკი დადასტურდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საკრებულოს წევრების და "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ აქტივისტებს დაკითხვაზე იბარებენ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დარღვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განუცხადა. 

მისივე თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ ეს საკითხები, თავის მხრივ მისი ორგანიზაციაც შეისწავლის ამ საკითხს და გაესაუბრება კონკრეტულ პირებს.

"ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს, რომ ეს არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდეს. შესაძლებელია, იყოს რაღაც დარღვევბი, თუმცა პოლიტიკური პარტიისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელის შეშლა მიუღებელია", – განაცხადა ეკა გიგაურმა.

უშიშროების საბჭოსთან მოქმედი უწყებათაშორისი კომისია დღეს შეჯერდა რეკომენდაციებზე, რომლებიც გარკვეული ტიპის საქმეებზე, შუალედური არჩევნების პერიოდში, ამა თუ იმ პირის მიმართ გამოძიების გადავადებას ეხება.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.