ზაზა გაბუნია:   გიგი უგულავა ათწლეულის პოლიტიკური აფიორის ავტორია

ზაზა გაბუნია: გიგი უგულავა ათწლეულის პოლიტიკური აფიორის ავტორია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის მერს, გიგი უგულავას "ათწლეულის პოლიტიკური აფიორის" ავტორს უწოდებს. 

ზაზა გაბუნიამ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში დღეს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

"საინტერესოა ვის ან რას ულოცავდა გუშინ გიგი უგულავა, რომელიც არის ავტორი ათწლეულის პოლიტიკური აფიორის, რომელიც გუშინ გათამაშდა თბილისის საკრებულოში და რომლითაც სულ რაღაც 90 დღით გაიხანგრძლივა სიცოცხლე მომაკვდავმა ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ". ეს ოდნავადაც არ აფერხებს პროცესს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომლის მიზანია თბილისშიც ჩამოვაშოროთ "ნაცმოძრაობა" ძალაუფლებას, - აღნიშნა ზაზა აგაბუნიამ.

ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის შესახებ საკანონმდებლო ინციატივებზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოებასა და პარლამენტს მალე წარუდგენს.