ყოფილი პატიმარი ბათუმის #5 განყოფილების უფროსს შანტაჟში ადანაშაულებს

ყოფილი პატიმარი ბათუმის #5 განყოფილების უფროსს შანტაჟში ადანაშაულებს

ყოფილი პატიმარი ავთანდილ ფაღავა ბათუმის პოლიციის #5 განყოფილების უფროსს, როლანდ იაკობაძეს შანტაჟში ადანაშაულებს.

როგორც ავთანდილ ფაღავამ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პოლიციის უფროსმა განყოფილებაში დაიბარა და თანამშრომლობა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხევაში, პატიმრობით დაემუქრა. როგორც ფაღავამ აღნიშნა, ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფიზიკურად შრომობს და არ სურს რაიმე შეხება ჰქონდეს კრიმინალთან.

"მეხუთე განყოფილების უფროსმა როლანდ იაკობაძემ 28 მარტს დამიბარა და მითხრა, ჩემთან თუ არ ითანამშრომლებ, კრიმინალთან დაკავშირებით ინფორმაციას თუ არ მომიტან, სამჯერ ხარ ნასამართლევი, ჩამოყალიბებული რეციდივისტი ხარ და გაგიშვებ "სროკზეო". კვირაში ორჯერ უნდა მოხვიდე აქ და ერთ დღესაც მეორე კარიდან ვეღარ გახვალ. ამ მთავრობის კმაყოფილი ხარ ციხიდან რომ გამოგიშვათ, მაგრამ მერე მე სად გსდიოთ, სკაში ხელს რომ ჩავყოფ რომელი ფუტკარი მიკბენს, მე რა ვიცი, ამიტომ უნდა ითანამშრომლო ჩემთანო", - აღნიშნა ავთანდილ ფაღავამ.
ავთანდილ ფაღავა 1 თვისა და 10 დღის წინ გამოვიდა საპყრობილედან. მას ქურდობისთვის 4 წელი ჰქონდა მისჯილი. ფაღავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ორი თვით ადრე ამნისტიით გათავისუფლდა.

ბათუმის #5 განყოფილების უფროსი როლანდ იაკობაძე ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში ავთანდილ ფაღავასთან რაიმე სახის ურთიერთობას გამორიცხავს.