მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდნენ

მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდნენ

მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრებს ყოველ ორ კვირაში გამართავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა საპრლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება სწორედ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.

"ვისაუბრეთ კოორდინაციის აუცილებლობაზე უმრავლესობასა და მთავრობას შორის. შევთანხმდით, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ პალამენტის და მთავრობის წევრები შეხვდებიან ერთმანეთს, ერთად გავივლით ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", – აღნიშნა კობა დავითაშვილმა რომლის ინფორმაციითაც რეგულარული შეხვედრებისთვის გამოყენებიული იქნება არასასესიო კვირის შაბათ-კვირა.

"იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა თბილისშია და პარლამენტი - ქუთაისში აქამდე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის რეგულარული შეხვედრების გამართვა არ ხდებოდა და კოორდინაცია არ არსებობდა",-განხაცდა კობა დავითაშვილმა.