მარნეულში გაზგასამართი სადგური სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

მარნეულში გაზგასამართი სადგური სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

მარნეულის შესავლელში გაზგასამართი სადგური წუხელ ღამის ოთხ საათზე სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, თავდამსხმელებმა გაზგასამართი სადგურის სადისპეჩეროს ფანჯარა ჩაამტვრიეს და უკანა ფანჯრიდან შევიდნენ. ამ დროს სადისპეჩეროში ერთ-ერთი დისპეჩერი გოდერძი ქველაძე იმყოფებოდა.

თავდამსხმელებმა გოდერძი ქველაძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი თავის არეში ჩაარტყეს და მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს.

პოლიციამ თავდამსხმელები გაზგასამართი სადგურიდან დაახლოებით ორ კილომეტრში დააკავა. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.