დიღომში, გლდანსა და მიმდებარე ტეროტირიებზე ტრასპორტის მოძრაობა გართულებულია

დიღომში, გლდანსა და მიმდებარე ტეროტირიებზე ტრასპორტის მოძრაობა გართულებულია

თბილისში, გლდანისა და დიღმის მასივის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა ამ დრომდე გართულებულია
ამის მიზეზი ამერიკის შერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წვრთნებია. წვრთნები უკვე დასრულდა, შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა, თუმცა ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, საელჩოს ტერიტორიასა და მის გარშემო დღეს წვრთნები ჩაატარეს.

აღნიშნული წვრთნის მიზანი იყო საქართველოსა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების უწყებებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება. წვრთნები საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცველი უწყებების ოთხთვიანი დაგეგმვის შედეგია.