საპატრიარქო - საზოგადოებრივი მოძრაობა

საპატრიარქო - საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" საპატრიარქოსთან დაკავშირებული არ არის

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" საპატრიარქოსთან დაკავშირებული არ არის. "29 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იეღოველთა (რასელისტთა) კონგრესთან "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის კავშირის შესახებ, რაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, ეკლესიის განცხადებად. ამ შეცდომის მიზეზი ისიც არის, რომ საპატრიარქოში, მართლაც, ფუნქციონირებს იგივე სახელწოდების, ოღონდ საქველმოქმედო დანიშნულების ფონდი "ლაზარე", რომელიც ჩვენს არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ანხორციელებს.

საზოგადოებრივ მოძრაობა "ლაზარეს" საქმიანობასთან კი (რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი რეზო ამაშუკელი) საქართველოს საპატრიარქო დაკავშირებული არ არის", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

სოციალურ ქსელში საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლაზარემ" გააგავრცელა ინფორმაცია, რომ 7 აპრილს იეღოველთა შეკრება იმართება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დეპუტატი თინათინ ხიდაშელი.

ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარესგან" ”რესპუბლიკური პარტია” და თინა ხიდაშელი ბოდიშის მოხდას ითხოვენ.