ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრების ხვდება. შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და აქტუალურ თემებზე.
ამასთან, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე რიგ საკანონმდებლო ინიციატივას.