რომან აბრამოვიჩის წარმომადგენელი რუსი ბიზნესმენის დაკავებას უარყოფს

რომან აბრამოვიჩის წარმომადგენელი რუსი ბიზნესმენის დაკავებას უარყოფს

რომან აბრამოვიჩის წარმომადგენელი, ჯონ მანი რუსი მილიარდერის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. "ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება",- განუცხადა "რია ნოვოსტის" ჯონ მანმა.

რუსულმა მედიამ ცოტა ხნის წინ გააავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი დააკავეს.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია მითითებული, ჯერ უცნობია, რას უკავშირდება დაკავება - აბრამოვიჩის ბიზნესს, თუ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების საქმის გამოძიებას.