კინოცენტრს ნანა ჯანელიძე უხელმძღვანელებს

კინოცენტრს ნანა ჯანელიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ კინოცენტრს რეჟისორი ნანა ჯანელიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელ ნანა ჯანელიძეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს წარადგენს.

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი კულტურის სამინისტროში 13-მა მსურველმა შეიტანა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორამციით, საბჭოში ქართული კინოს პრობლემატიკაში გარკვეული 15 ადამიანი შედიოდა, რომელთა უმრავლესობამ ხმა სწორედ ნანა ჯანელიძეს დაუჭირეს.

"მხარდაჭერის გარდა, საბჭოს წევრებმა ფურცლებზე რეკომენდაციებიც კი მიაწერეს, თუ რატომ უჭერდნენ მხარს ნანა ჯანელიძეს",- განუცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა "ინტერპრესნიუსს".