"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე შეხვედრა 27 მარტს გაიმართება

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე შეხვედრა 27 მარტს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება დღევანდელი სესიის დასრულების შემდეგ, უმცირესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული.

"კანონპროექტზე მომუშავე დეპუტატები შეხვედრას და კონსულტაციებს გააგრძელებენ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია ვინ დაესწრება აღნიშნულ შეხვედრას. ეს სავარაუდოდ ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.