ნაძალადევში

ნაძალადევში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ კორძაია იქნება

ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" სახელით თამარ კორძაია იყრის კენჭს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" "ქართულ ოცნებაში" დაუდასტურეს. "ქართულ ოცნებაში" იმასაც ადასტურებენ, რომ საუბრია არასამთავრობო სექტორის, კერძოდ "მედია ადვოკატირებისთვის" წარმომადგენელ თამარ კორძაიაზე.

ამასთან, თავად კორძაიასთან დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება. იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სააგენტოს ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ბაღდათის მაჟოროტარულ ოლქში ადვოკატ პაატა კიკნაველიძის კანდიდატურას წარადგენს, ხოლო სამტრედიაში უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, პროფესიით ასევე იურისტის - გიორგი კახიანის კანდიდატურას.

პარლამენტის შუალედური არჩევნები ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში 27 აპრილს გაიმართება.