ბათუმელმა სტუდენტებმა ერთი წლის ბავშვის გარდაცვალება გააპროტესტეს

ბათუმელმა სტუდენტებმა ერთი წლის ბავშვის გარდაცვალება გააპროტესტეს

"საზოგადოება საღათას ძილში" - ამ სლოგანით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება აჭარის მთავრობის სახლთან გააპროტესტეს. სტუდენტები აქციაზე ცარიელი ფურცლებით მივიდნენ. როგორც გოჩა სურგულაძემ აღნიშნა, ცარიელი ფურცლები იმიტომ გამოფინეს, რომ არ ღირს თავის მართლება და რაიმეს თქმა.

"ცარიელი ფურცლები იმიტომ გამოვიტანეთ, რომ არავის არაფერი აქვს სათქმელი, არ ღირს თავის მართლება, რადგან ყველა დამნაშავეა. მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს სოციალურად დაუცველობის სტატუსის მინიჭების საკითხს, - აღნიშნა გოჩა სურგულაძემ.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ისინი პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნებიან და სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებენ.