სააკაშვილი

სააკაშვილი "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონზე მოლაპარაკებისთვის მზად არის

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების კანონის ძალით გატანის შემთხვევაში ქვეყანა ევროპულ კურსს დაემშვიდობება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონთან დაკავშირებით აუცილებელია მოლაპარაკებები.

"ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ ამ კანონის ძალით გატანა მოხდა უნდა დავემშვიდობოთ თავისუფალი სასამართლოს იდეას. მაშინ როცა მთელი ეს წლები გაჩნდა შანსი, რომ მოქალაქეები იყვნენ დაცული თავისუფალი სასამართლოთი. ახლა როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება ერთად მუშაობა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტში კარგად მუშაობენ.

"თუ კონკრეტულ საკითხებზე დასჭირდებათ მუშაობა მეც შემიძლია ჩავერთო და ალბათ პრემიერიც ჩაერთვება საკითხების განხილვაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან კანონებზე ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს.