მიხეილ მაჭავარიანი - პრეზიდენტი

მიხეილ მაჭავარიანი - პრეზიდენტი "სამართლოების შესახებ" კანონის იმ ვარიანტს დაადებს ვეტოს, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან

საქართველოს პრეზიდენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის იმ ვარიანტს დაადებს ვეტოს, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაციების არგაზიარება, საბოლოო ჯამში, დააზიანებს საქართველოს. ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობის ძალიან მკაფიო პოზიცია იყო, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაასრულოს უფლებამოსილება არჩეული ვადით. კიდევ ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა წევრების არჩევაში. თუ ჩვენ შევთანხმდებით, არამგონია, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.