აქციაზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

აქციაზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარება მას შემდეგ გამოიძახეს , რაც გზის გადაკეტვის დროს 44 წლის ქალბატონი ყვითელ ავტობუსს ბორბლებში ჩაუვარდა. ქალაბატონს მედიკოსები ამ წუთებში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ, თუმცა სავარაუდოდ, მისი გადაყვანა საავადმყოფოში საჭირო არ გახდება.

სოციალურად დაუცველთა აქცია მერიის შენობის წინ ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვენ.

შარტავას ქუჩა კი, რომელიც დღეს სოციალურად დაუცველებმა გადაკეტეს, ამ დროისთვის თავისუფალია. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე სოციალურად დაუცველებს გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.