ვახტანგ ხმალაძე - სასამართლოების შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღება უმცირესობასთან შეთანხმებით მოხდა

ვახტანგ ხმალაძე - სასამართლოების შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღება უმცირესობასთან შეთანხმებით მოხდა

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის დღევანდელი დღის წესრიგიდან ამოღება, უმცირესობასთან შეთანხმების შედეგად მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უმცირესობასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ორივე მხარე ეცადოს, მოაღწიოს კონსენსუსს იმ საკითხებზე, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში.
"დღეს კომიტეტმა განიხილა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები. მოიხსნა დღის წესრიგიდან საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი, რადგან შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხი დროებით გადავდოთ. უმცირესობასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ შევეცადოთ შევთანხმდეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით"- განაცხადა ხმალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგაგრეშე სხდომის დღის წერიგში "საერთო სასამართლოების შესახებ" პროექტის შეტანას მხარი არ დაუჭირა.