საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან მიმართებაში პრეზიდენტის უფლებამოსილებას მნიშვნელოვნად ზღუდავს , დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, საბოლოოდ - მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 25 მარტის 14:00 საათიდან არის მოწვეული. განკარგულებას თან სხდომის დღის წესრიგიც ერთვის, რომელშიც მესამე მოსმენით დამტკიცებისთვის გათვალისწინებულია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, ასევე გარემოს დაცვის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი და "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტი.

ამასთან, პრეზიდენტმა კვლავ გამოხატა საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების მიმართ და პროექტის მესამე მოსმენით განხილვა-დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირა. ამასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმაც თავის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყდა, რომ სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.