საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან შეხლა-შემოხლა მოხდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან შეხლა-შემოხლა მოხდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან ხმაურია. შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, როდესაც სოციალურად დაუცველთა მხარდამჭერი აქციის რამდენიმე მონაწილემ სცადა საზოგადოებრივ მაუწყებელში შესვლა, რა დროსაც დაცვის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

შელაპარაკება თავად ტელევიზიის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ამ დრომდე გრძელდება. შენობის წინ კი იმართება აქცია სოციალურად დაუცველთა მხარდასაჭერად.
ცოტა ხნის წინ აქციაზე შემთხვევით გაიარა დეპუტატმა გიგი წერეთელმა. აქციის მონაწილეები მას შეძახილებით შეხვდნენ "წადი, წადი".