საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ხვალ, 25 მარტს დღევანდელთან შედარებით საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო აცივდება და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
სააგენტოს წარმომადგენლის, თამარ პაპაშვილის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ზოგან ღამით მოსალოდნელია მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით -1 - +4, დღისით კი +10 - +15 იქნება.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან მცირე ნალექი იქნება, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -2 - +3, დღისით +10 - +15 გრადუსი სითბო იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინიდი იქნება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით კი ჰაერის სიჩქარე დროგამოშვებით 20-25 მეტრ წამამდე გაძლიერდება, ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, დღისით კი +13 იქნება.
ამასთან, 26 მარტიდან ჰაერის ტემეპრატურა ნელ-ნელა მოიმატებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. 26 მარტს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, დასავლეთ საქართველოს მთებში შესაძლოა მცირე ნალექიც იყოს.
27 მარტს დღისით ამინდი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსაველთ საქართველოში ისევ გაუარესდება.
არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება და 28-29 მარტს ისევ წვიმებია მოსალოდნელი.