ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზებზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება

ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზებზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება

იზნესმენ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზების შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

ადვოკატმა ალექსანდრ დობროვინსკიმ "ფეისბუქში" დაწერა, რომ ბიზნესმენმა თავი მოიკლა. დობროვინსკის განცხადებით, ბერეზოვსკი ბოლო დროს მძიმე მდგომარეობაში, ფაქტობრივად გაკოტრებული იყო და იძულებული გახდა, თავისი კოლექციიდან სურათები გაეყიდა.

"ჩვენი საერთო ნაცნობებიდან ვიცი, რომ ბერეზოვსკიმ მათ რამდენიმე ათასი დოლარი სთხოვა, რომ ბილეთი აეღო და სადღაც გაფრენილიყო", - აცხადებს ადვოკატი.
თუმცა რუსული მედია იმასაც იუწყება, რომ ბოლო დროს ბერეზოვსკის გულის შეტევა რამდენჯერმე დაემართა და შესაძლოა, მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ ინფარქტი იყო.

ამასთან, ზოგიერთი დასავლელი ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბერეზოვსკი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენის გარდაცვალების გარემოებებზე გამოძიებას სკოტლანდ იარდი დაიწყებს.

67 წლის ბორის ბერეზოვსკის ცხედარი დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, ქალაქ ასკოტთან მდებარე მის სასახლეში გუშინ აღმოაჩინეს. ცხედარი სააბაზანოში იპოვეს. ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.