დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ხატმებრძოლეობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლოვაში მძვინვარებდა. ხატმებრძოლეობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.

ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმებრძოლეობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.

დიდმარხვა 50-ე დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება. აღდგომის დღესასწაული წელს 5 მაისს აღინიშნება.