შსს-მ ცრუ განგაშის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ცრუ განგაშის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

23 მარტს 12:24 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოსიტუაციების მართვის ცენტრში შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ „112“-ს თბილისში, 26 მაისის მოედანზე, კაზინო „აჭარაბეთის“შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. შეტყობინებისმიღებისთანავე, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი,კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და გამნაღმველები ადგილზე გამოცხადდნენ.

სამართალდამცველებმა, უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან მომსახურე პერსონალისევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

სამართალდამცველები ცრუ განგაშის მიზეზს არკვევენ. დადგენილია იმ პიროვნების ვინაობა, ვინც საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა. გამოძიებას ვაკე–საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილება სსკ–ის 331–ე (ტერორიზმის შესხებ ცრუ შეტყობინება) მუხლის 1–ლი ნაწილით აწარმოებს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.