სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულებაში მყოფი ბორის ფარულავა მოინახულა. ფარულავა რამდენიმე დღეა შიმშილობდა ომბუდსმენთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრის მოთხოვნით.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენი დაინტერესდა პატიმართა წამებაში ბრალდებული გლდანის ციხის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლის ბორის ფარულავას საქმის გამოძიების დეტალებით.
უახლოეს დღებში სახალხო დამცველი დაიწყებს ფარულავას და ამავე საქმეში სხვა პირების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამოუკიდებელ შესწავლას და საზოგადოებას სპეციალურ დასკვნას წარუდგენს.
ბორის ფარულავა 2012 წლის 18 სექტემბერს ე.წ. ციხის სკანდალთან დაკავშირებული ფაქტის გამო დააკავეს.