პარლამენტთან ბავშვის გარდაცვალების გამო აქცია გაიმართა

პარლამენტთან ბავშვის გარდაცვალების გამო აქცია გაიმართა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი მიმართული არის როგორც ხელისუფლების, ასევე ქართული საზოგადოების მისამართით. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა მესხმა განუცხადა, საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას, რომ საქართველოში ჩვილი ბავშვი შიმშილით მოკვდეს.

ლაშა მესხის განცხადებით, გუშინ მათ ქუჩაში 1100 ლარის შეგროვება შეძლეს და გუშინვე გაემგზავრნენ ბათუმში, თუმცა როდესაც თანხა ჩაიტანეს ბავშვი მალევე გარდაიცვალა. ოჯახს თანხა გადასცეს, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ მოახერხდა.

1 წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. გოგიტა აბაშიძე ბავშვთა საავადმყოფოში 21 მარტს მოათავსეს.