ოზურგეთის რაიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ოზურგეთის რაიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქარმა ხეებიც მოთხარა, რის გამოც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე.

გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის, ისაკ ლომთათიძის თქმით, გურიის სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მუშაობს, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ძლიერი ქარი ოზურგეთში ნახევარი საათი გრძელდებოდა.