სექს-დიპლომები 14 წლის მოზარდებისთვის

სექს-დიპლომები 14 წლის მოზარდებისთვის

სწორედ ასეთი დიპლომები გასცეს შვედეთის ბავშვთა ბანაკში, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ეკლესიის მიერ იყო ორგანიზებული.
ეს ამბავი შვედეთის ქალაქ რონებიში მოხდა: მოზარდები ლუთერანული ეკლესიის ბავშვთა ბანაკში გადიოდნენ კურსს სახელწოდებით "სიყვარული და სექსუალურობა", რომლის დასრულების შემდეგ იღებდნენ სერტიფიკატს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ისინი საკმარისად კვალიფიციურები არიან სექსისთვის".

აღშფოთებული მშობლები ბანაკის ხელმძღვანელობასთან მივიდნენ პრეტენზიებით, რომ მათი შვილები ძალიან პატარები არიან სექსისთვის. შვედეთში "თანხმობის ასაკი" (როცა ადამიანებს აქვთ უფლება, ნებაყოფლობით შევიდნენ ინტიმურ კავშირში) 15 წლიდან არის.

შედეგად, აგორდა სკანდალი, რომლის დროსაც გაირკვა, რომ შემსწავლელი კურსის - "სიყვარული და სექსუალურობა" ორგანიზატორი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სექსუალური აღზრდის შვედური ასოციაციის წარმომადგენელია, სინამდვილეში ასოციაციაში რამდენიმე წელია აღარ მუშაობდა.