კახა ოქრიაშვილი დეპუტატებს მიმართავს, კოჰაბიტაციის პროცესი პარლამენტში დღეს რეალურად დაიწყოს

კახა ოქრიაშვილი დეპუტატებს მიმართავს, კოჰაბიტაციის პროცესი პარლამენტში დღეს რეალურად დაიწყოს

ფრაქცია "დამოუკიდებელი, უპარტიო მაჟორიტარების" წევრი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია . ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

"ძალიან გასაკვირია, რომ ასეთი სერიოზული საკითხის მიღება-არ მიღება დაკავშირებულია ასეთ მარტივ პროცედურასთან, რასაც ჰქვია სარეიტინგო კენჭისყრა. აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე ეს ცვლილებები მიღებული არ იქნება",-განაცხადა ოქრიაშვილმა.

ის იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დღესვე, პირველი მოსმენით და ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული.

"მოგმართავთ, მოძებნოთ კონსესუსი და კოჰაბიტაციის პროცესი რეალუარად დაიწყოს",-განაცხადა დეპუტატმა.