ნუგზარ წიკლაური:  წილი ნაყარია, ჯერი თქვენზეა

ნუგზარ წიკლაური: წილი ნაყარია, ჯერი თქვენზეა

წილი ნაყარია, ჯერი თქვენზეა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღევანდელ სესიაზე უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, სწორედ ახლა დადგება ჭეშმარიტების მომენტის წინ განცხადებები იმის შესახებ, რომ დიქტატურა მოდის, ხალხის ნება საფრთხეშია და ტირანია გვიახლოვდება თუკი არ იქნება მიღებული ეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, სწორედ ახლა გაირკვევა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო უმრავლესობისთვის ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლაც იმიტომ, რომ ამგვარ საფრთხეებს ხედავდა, თუ ეს იყო მცდელობა გაენადგურებინა პოლიტიკური ძალა და ამ პოლიტიკური ძალის ცალკეული წევრების მომავალი.

"ამიტომ, ახლა ერთ მხარეს დგას ეს ვირტუალური საფრთხეები, როგორც თქვენ საუბრობდით, მეორე მხარეს კი დგას უწყინარი პროცედურა, რომ ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა და ყველამ გავიგოთ, ვინ რას უჭერს მხარს. ასეთ შემთხვევაში, ეს კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება. წილი ნაყარია, ჯერი თქვენზეა და არა საპარლამენტო ოპიზიციაზე", - მიმართა უმრავლესობას წიკლაურმა.

საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან მიმართებაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების შეზღუდვას გულისხმობს, საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით განიხილავს.