უმცირესობამ მმართველ გუნდს სარეიტინგო გამოკითხვის წინადადება კიდევ ერთხელ შესთავაზა

უმცირესობამ მმართველ გუნდს სარეიტინგო გამოკითხვის წინადადება კიდევ ერთხელ შესთავაზა

საპარლამენტო უმცირესობამ მმართველ გუნდს სარეიტინგო გამოკითხვის წინადადება კიდევ ერთხელ შესთავაზა და მოუწოდა , თუკი კონსტიტუციური მოდელის გაუმჯობესების მიზანი ამოძრავებთ, ოპოზიციის ინიციატივა გაიზიარონ.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით დარჩიაშვილმა გააკეთა.

"როდესაც ვახტანგ ხმალაძეს ვუსმენდი და თუ საკითხს სამარლებრივ-ტექნიკური თვალსაზრისით მივუდგებით, წარმოდგენილი ცვლილებები ლოგიკური და არგუმენტირებულია. როცა შალვა შავგულიძე ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებებზე საუბრობს, ესეც გასაგებია. ერთადერთი, ვერაფრით დაგეთანხმებით, რომ არსებული მოდელი შეიძლება კონსტიტუციურ დიქტატურად მოინათლოს. საბოლოო ჯამში რა გინდათ?! - საკონსტიტუციო მოდელის გაუმჯობესება, თუ ჩვენ დაგვარქვათ ის, რომ თუ პროექტს მხარს არ ვუჭერთ, დიქტატურის მომხრეები ვართ და რომ, მთავარია არა პროექტის მიღება, არამედ ოპოზიციის სახის გამოჩენა. პარალელურად, ვხედავთ დეპუტატების გადაბირების პროცესს. თუ თქვენ მოდელის გაუმჯობესებაზე ზრუნავთ, გთავაზობთ კენჭისყრის კონკრეტულ პროცედურას და თუ ეს გახორციელდება, პრობლემაც გადაიჭრება", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.