ვახტანგ ხმალაძე:  კონსტიტუციაში კიდევ არაერთი ცვლილება იქნება განსახორციელებული

ვახტანგ ხმალაძე: კონსტიტუციაში კიდევ არაერთი ცვლილება იქნება განსახორციელებული

კონსტიტუციაში კიდევ არაერთი ცვლილება იქნება განსახორციელებული და რაც უფრო ადრე შევუდგებით ამ საქმეს, ყველასთვის უკეთესი იქნება , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მან დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის შინაარსი გააცნო, რომელსაც დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

ხმალაძის თქმით, ეს არის პირველი ცვლილება კონსტიტუციაში, რომელმაც უნდა განმუხტოს შესაძლო პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა და შესაძლებლობაც კი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანას არ შეიძნება ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არ სარგებლობს პარლამენტის, ე.ი. ხალხის ნდობით.

როგორც ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, კიდევ არაერთი ცვლილება იქნება განსახორციელებული, მთელი რიგი ნორმების შესაცვლელად, რომლებიც არ შეესაბამება კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს, მაგრამ ეს უკვე მომავლის საქმეა.

"ისე რაც უფრო ადრე შევუდგებით ამ საქმის კეთებას, უკეთესი იქნება ყველასთვის", - აღნიშნა მან.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან მიმართებაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების შეზღუდვას გულისხმობს, საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით განიხილავს.