გერმანელი დეპუტატი საქართველოში ამნისტიას სამაგალითოს უწოდებს

გერმანელი დეპუტატი საქართველოში ამნისტიას სამაგალითოს უწოდებს

გერმანიის ბუნდესტაგის "სოციალ-დემოკრატიული" ფრაქციის წევრი, ადამიანთა უფლებების დამცველი კრისტოფ შტრასერი საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას აქვეყნებს , რომელშიც საქართველოში განხორციელებულ ამნისტიას სამაგალითოს უწოდებს. 

"სოციალურ-დემოკრატიული პარტია" მიესალმება 2013 წლის 12 იანვარს საქართველოში მიღებულ ამნისტიის კანონსა და მის მოკლე ვადებში განხორციელებას. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს მიერ 2012 წლის ოქტომბერში დადგენილი კრიტერიუმებით გათავისუფლდნენ. კანონი, შესაძლოა გახდეს სამაგალითო რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვისაც და ვიმედოვნებთ, რომ ამნისტიის კანონი საქართველოს საზღვრებსაც გასცდება", - ნათქვამია შტრასერის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.