პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან მიმართებაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების შეზღუდვას გულისხმობს, საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით განიხილავს.

ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობის შედეგებს დეპუტატებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცნობს.

პლენარული სხდომის დაწყების წინ რეგისტრაცია 126 დეპუტატმა გაიარა და თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში სასიამოვნო ხალხმრავლობა იყო. უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს კარგის მომასწავლებელი ნიშანია.

ამასთან, გადაწყდა, რომ საკითხის განხილვის დასრულებისთანაცე ჩატარდება კენჭისყრის პროცესი. სავარაუდოდ, უმცირესობა საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საკითხს დღევანდელ სესიაზე დასვამს, რაზეც გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.

თუ პროექტს უმცირესობის წევრი დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ცვლილებები დღევანდელი კენჭისყრის შედეგად არ ჩავარდება და მეორე მოსმენით განხილვაზე ხვალისთვის დაგეგმილ სესიაზე გავა.