კოკი იონათამიშვილი:  საკრებულოში მიმდინარე პროცესი პოლიტიკური დევნაა

კოკი იონათამიშვილი: საკრებულოში მიმდინარე პროცესი პოლიტიკური დევნაა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, ფრაქციიდან წევრების გადინება პრობლემას არ წარმოადგენს. 

მისივე თქმით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ მისი ყოფილი წევრების განცხადებები სასაცილო იყო - თვალის ახელა, თვალებში ჩახედვა და იქ დგომა, სადაც ხალხია. იგი მიიჩნევს, რომ ფრაქციის ყოფილი წევრები ზეწოლას განიცდიდნენ.

"გუშინ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესმა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ შეიმუშავა რეკომენდაცია - შეაჩეროს ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ. მათთვის ცნობილია პოლიტიკური დევნის ფაქტები, ჩვენ მათ ამის შესახებ მივმართეთ. აქედან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარემ თავის მხრივ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოში პოლიტიკური დევნაა", - აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.