რიჩარდ ნორლანდი - საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანია

რიჩარდ ნორლანდი - საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანია

საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. 

მისი თქმით, რამდენადაც მან პრესიდან იცის, ორივე მხარე თანხმდება შინაარსზე.

"დამთხვევაა, რომ პარლამენტში ვიმყოფები იმ დღეს, როდესაც პარლამენტი განიხილავს მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. აშკარად, ეს გახლავთ საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანი. რამდენადაც ვიცი პრესიდან, ორივე მხარე თანმხდება შინაარსზე. მაგრამ, როგორც ეს დემოკრატიულ პროცესში ხდება, თითოეული მხარე ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავისი ამომრჩევლების ინტერესები და ამას ვხედავთ ჩვენ. ჩვენი გზავნილი არის შემდეგი, - საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე წინსვლა. იქნება თემები, რომელიც იქნება განსჯის საგანი, მაგრამ გადაწყვეტილებები კომპრომისისა და დებატების შედეგად არის რეალურად მისაღები", - განაცხადა ნორლანდმა.

რიჩარდ ნორლანდმა დღეს პარლამენტში შეხვედრები გამართა. კერძოდ, ის შეხვდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებს, უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს.