მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცეს

მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცეს

მესაზღვრეების პროფესიული დღე სასაზღვრო პოლიციის ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე სპეციალური ღონისძიებით აღინიშნა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პირად შემადგენლობას დღესასწაულთან დაკავშირებით სიტყვით მიმართეს ხელმძღვანელობამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა. დღესვე, რამდენიმე ოფიცერსა და ჯარისკაცს სხვადასხვა დამსახურებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

"ჩვენთვის დღეს განსაკუთრებული დღეა. უკვე 21 წელია, რაც ქართული სასაზღვრო სტრუქტურა ჩამოყალიბდა და ერთგულად ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას. ყველა იმ ადამიანს მივულოცავ დღევანდელ დღეს, ვინც მის სათავეებთან იდგა", - განაცხადა სანაპირო დაცვის ოფიცერმა კახა მახარაძემ.

საზეიმო ცერემონიალი, დაღუპული მესაზღვრეების უკვდავსაყოფად, ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დასრულდა.